ინტეგრირებული შემაჯამებელი გაკვეთილი
(ისტ, მუსიკა, ხელოვნება) გეგმა:
საგანი
|
ინფორმაციული
და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ), მუსიკა,
ხელოვნება
|
კლასი
|
მე–6კლასი
|
მასწავლეbeli
|
ელიზა ბაგალიშვილი, ნანა მენთეშაშვილი, ნათია რაზმაზიშვილი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
21 მოსწავლე,
|
გაკვეთილის თემა
|
შემაჯამებელი
გაკვეთილი,საგნები: ისტ, მუსიკა,
ხელოვნება.
|
გაკვეთილის მიზანი
|
კომპიუტერული პროგრამით მინი პროექტების შექმნის, მისი აუდიტორიის
წინაშე წარდგენის უნარის განვითარება-შეჯამება, კვლევის, კომუნიკაციის , მუსიკის
მოსმენის,ხელოვნების ნიმუშის შექმნის, ანალიზის,კრიტიკული აზროვნების უნარის
განვითარება-შეჯამება.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი სტანდარტი შედეგი/ინდიკატორები
|
საგანი-ისტ:VI.ისტ რესურსების შექმნა
ისტ VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ისტ VI.2. მოსწავლეს
შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად
გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
VI.კვლევა
და კომუნიკაცია
ისტVI.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ისტ VI.4. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა
სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
საგანი: მუსიკა
მუს.VI.5.
მოსწავლეს შეუძლია საკუთარი
სასწავლო საქმიანობის
წარმართვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოიძიებს გაკვეთილისათვის საჭირო მუსიკალურ, ლიტერატურულ
და ვიზუალურ მასალას;
მუს.VI.10. მოსწავლე იცნობს
ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ცნობილ ნიმუშებსა და წარმომადგენლებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სხვადასხვა ხერხით გადმოსცემს ცნობილი მუსიკალური
ნაწარმოების თემას, რიტმულ სურათს და ამოიცნობს
მას მოსმენისას;
·
საუბრობს კომპოზიტორების შემოქმედების
შესახებ;
·
უსმენს და ამოიცნობს ცნობილ მუსიკოს-შემსრულებელს
სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით (ხმის
ტემბრით, რეპერტუარის მიხედვით...);
·
მოიძიებს
დამატებით ინფორმაციას მისთვის საინტერესო
ნაწარმოების, კომპოზიტორის, შემსრულებლის შესახებ.
საგანი: ხელოვნება
ს.გ.VI.4. მოსწავლე აცნობიერებს
სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია მათი გამოსახვა ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჩამოთვლის მისთვის
საინტერესო რამდენიმე მოვლენას და ცდილობს საკუთარი
დამოკიდებულების გადმოცემას ნამუშევარში;
·
იღებს იდეებს სხვა საგნებში განვლილი მასალიდან და გამოსახავს
მათ ნამუშევარში;
·
ნამუშევარში
გადმოსცემს ბუნების მოვლენებზე დაკვირვების შედეგებს;
·
ასახავს
მსოფლიოში მომხდარ უახლეს მნიშვნელოვან მოვლენას და
ცდილობს გადმოსცეს საკუთარი დამოკიდებულება მის მიმართ.
ს.გ.VI.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის
საშუალება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ესაუბრება
მეგობრებს ნახატებით;
·
გამოთქვამს აზრს ავტორის ჩანაფიქრის შესახებ;
·
საუბრობს ნამუშევრის შინაარსზე;
·
საუბრობს
ინფორმაციაზე, რომელიც მიიღო სპექტაკლიდან, ფილმიდან, ფერწერული/გრაფიკული ნამუშევრებიდან,
წიგნის ილუსტრაციებიდან.
|
გაკვეთილის
მიმდინარეობა
(აქტივობები და დრო)
|
აქტივობა
1.ორგანიზება, მისალმება, განწყობა, გაკვეთილის მიზნის, გეგმის და შეფასების რუბრიკის გაცნობა
დრო: ( 3 წთ)
უკრავს მოცარტის მუსიკა(თურქული
მარში). მუსიკის ფონზე ისმის ლექსი ნიკო გომელაურის „როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა...“ მასწავლებელი აცნობს მოწვეულ სტუმრებს, რომ მოსწავლეებმა დაამთავრეს ისტ-ში საპრეზენტაციო პროგრამის შესწავლა, მუსიკაში დაასრულეს თემა უდიდესი კომპოზიტორის მოცარტის შესახებ, ხოლო ხელოვნებაში შეისწავლეს სახვითი
ხელოვნების გამომსახველობითი ხერხები. ეს საგნები ჰარმონიულ კავშირშია ერთმანეთთან
და დაიგეგმა შემაჯამებელი ინტეგრირებული გაკვეთილი. გაკვეთილის მიზანია პრეზენტაციის
გაკეთება ამ კომპოზიტორზე და პარალელურად ხატვა მუსიკის ფონზე . შემდეგ ნამუშევრების
პრეზენტაცია.
აქტივობა 2-ტესტი:
1. სურათებიდან მოცარტის სურათის ამოცნობა
(ბახი, ფალიაშვილი, ბეთჰოვენი, ჩაიკოვსკი, შოპენი)
2. მოცარტის ნაწარმოებების დასახელება-რომელი ნაწარმოებია? (რექვიემი–ცრემლები, თურქული მარში, ჯადოსნური
ფლეიტა, ფიგაროს ქორწინება)
3. მოცარტის რომელ ნაწარმოებს უწოდეს
გედის სიმღერა და რატომ?
4. რა უნდა გავითვალისწინოთ ეფექტური
პრეზენტაციისთვის?
5. Power Point-ის ფანჯრის რომელი ნაწილიდან შეიძლება ფანჯრის გადაადგილება-ამოძრავება
ეკრანის სასურველ ადგილას?
6. დაასახელეთ კლავიშების კომბინაცია,
რითაც შეიძლება პრეზენტაციის შენახვა.
7. რომელი სლაიდებია თავიდანვე ცნობილი
ყოველი პრეზენტაციის დროს და რა აუცილებელი ინფორმაცია თავსდება მათზე?
8. ჩამოთვალეთ კონტრასტული ფერები
9. რითი ამოვიცნობთ გრაფიკულ ნამუშევარს?
10. ჩამოთვალეთ რენესანსის ეპოქის მხატვრები
(ლეონარდო და– ვინჩი, კარავაჯო)
დრო: (7 წთ)
აქტივობა3.
პრაქტიკული მუშაობა კომპიუტერზე და ხატვა. ერთი ჯგუფი ხატავს მუსიკის ფონზე, მეორე კი აკეთებს კომპიუტერში პრეზენტაციას
Power Point-ში და ამასთან მოსწავლეები მიანიშნებენ რომელი კონკრეტული ნაწარმოების
ფონზეა შესრულებული პრეზენტაცია კომპიუტერზე. (ინსტრუქციები
ურიგდებათ მოსწავლეებს, ინსტრუქციები ჩანს პროექტორის დახმარებით, ბლოგზეც). მოსწავლეები პრეზენტაციას აგზავნიან
პედაგოგთან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით, (ელ.ფოსტა, სოციალური ქსელები,
Flesh-დისკები), ან ინახავენ კომპიუტერში.ისმის მუსიკა მოცარტი, მე–40 სიმფონია, პირველი ნაწილი,
ჯადოსნური ფლეიტა
დრო: (15 წთ)
აქტივობა 4. გაგზავნილი პრეზენტაციების (2 ) წარდგენა (ზეპირი
პრეზენტაცია)
დრო:
( 5 წთ),
ნამუშევრების
დათვალიერება, წარდგენა
დრო:
(5 წთ)
5. რეფლექსია, შეჯამება,
დღეს ჩვენ დავამთავრეთ
თემის Power Point-ის შესწავლა, რომელიც Microsoft-ის საოფისე პროგრამების პაკეტში
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამაა. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ამ პროგრამასთან შეხება, მისი გამოყენება ვფიქრობ მუდმივად გვექნება,
ამასთან ყველა საგანში, რასაც სწავლობთ სკოლაში და რასაც უმაღლესში ისწავლით ან რაიმე
საქმიანობაში იქნებით ჩაბმული, სანამ მას არ ჩაანაცვლებს უფრო ეფექტური რაიმე საპრეზენტაციო
პროგრამა. დღეს თქვენ გვაჩვენეთ , რომ შეგიძლიათ სასურველ თემაზე პრეზენტაციის გაკეთება
და წარდგენა აუდიტორიის წინაშე, ვფიქრობ, დავალებას ძირითადად ყველამ კარგად გაართვით
თავი. მოდით ისე ვიცხოვროთ, რომ ერთმანეთს რაიმე სარგებლობა, ცოდნა მივცეთ, ისეთი
ლამაზი პრეზენტაციები გვეკეთებინოს, რომ აუდიტორია კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩენილიყოს, უამრავი
კარგი მუსიკა მოგვესმინოს, ხელოვნების ნიმუშები გვენახოს და შეგვძლებოდეს დადებითი
მუხტის აღება ამ სილამაზიდან.
დრო:(3წთ)
6.შეფასება, პრეზენტაციის შეფასების
რუბრიკის გამოყენება,
დრო:(4წთ)
7.საშინაო
დავალება: ინტერნეტში
მოძებნონ ფილმი მოცარტზე რეჟისორი: მილოშ ფორმანი და ნახონ.
(ფრაგმენტი ფილმიდან) დაწერონ თავიანთი შთაბეჭდილებები და გამოაგზავნონ პედაგოგთან
ელ. ფოსტის ან Facebook -ის დახმარებით.
დრო: (3წთ)
|
შეფასება
|
განმსაზღვრელი,
განმავითარებელი, კომპიუტერული პრეზენტაციის და ზეპირი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკებით.
|
საგანმანათლებლო რესურსები
|
ინფორმაციის წყაროები:
1.ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები V I კლ; ნ. ჯამასპიშვილი , გამომცემლობა „დიოგენე“; 2011
წელი
2.მუსიკა, მე-6 კლ, –მ.ჩიკვაიძე. “ინტელექტი“, 2011
3. ხელოვნება, მე-6 კლ, მაჭარაშვილი „მერიდიანი“, 2011
2ინტერნეტ საძიებო სისტემები
3. უნივერსიტეტების ბაზები და ბიბლიოთეკები
დაფა,მარკერი, პროექტორი, ინტერნეტში ჩართული
13 კომპიუტერი. ფურცლები, პასტელები.
|
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილი თემა
|
პოეზია და მუსიკა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სწავლების საფეხური და კლასი
|
მეშვიდე კლასი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საგანი (ინტეგრირებული)
|
ქართული ენა
და ლიტერატურა, ისტ
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
პედაგოგი
|
თეა ოთარაშვილი, ელიზა ბაგალიშვილი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა რაოდენობა
|
16
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სსსმ
|
0
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
|
ქართული ენა
და ლიტერატურა: მოსწავლეებმა
გაანალიზონ პოეზიის ერთერთი მთავარი თვისება, რაც მას გამოარჩევს პროზისაგან, ბგერწერის
ცნების განსაზღვრა
ისტ:საინფორმაციო
ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევის გამომუშავება-განვითარება
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
ესგ-ით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
|
გაკვეთილის მიზანია მივაღწიოთ შემდეგ შედეგებს :
ქართული:
მიმართულება ზეპირი მეტყველება:
ქართ .3 . მოსწავლე ცვლის სამეტყველო ქცევას საკომუნიკაციო ამოცანის
შედეგად
მიმართულება
კითხვა:
ქართ. 9. მოსწავლე აანალიზებს ტექსტს სტრუქტურული და
ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
მომართულება
წერა
ქართ.13.მოსწავლე იცავს
წერლობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებსა და ენობრივ ნორმებს
ისტ:
ისტ2: ისტ-ის
საშუალებების ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ისტ4. ისტ საშუალებების
ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შედეგი მიღწეულია, თუ
ქართული ენა
და ლიტერატურა:
3.ლექსის
ან მხატვრული პროზის ფრაგმენტების ზეპირად კითხვის დროს ინტონაციის საშუალებით გადმოსცემს
ნაწარმოებში ასახულ განწყობას და ტექსტის შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების
ტემპს და ხმის ტემბრს.
9 . ამოიცნობს
და განმარრტავს სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მნიშვნელოვანი ელემენტების დანიშნულებას.
13. იცავს მართლწერისა
და პუნქტუაციის წესებს.
შედეგი მიღწეულია, თუ
ისტ:
ისტ2: ისტ-ის
საშუალებების ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ისტ4. ისტ საშუალებების ეფექტიანად გამოყენება
ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
· მონაცემთა და
ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და იყენებს მოწყობილობასა და ადგილს.
· მუშაობის პროცესში
რეგულარულად ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების
გამოყენებით (მაგალითად: „Save,SaveAs „
· აცნობიერებს მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის იერარქიას
(მაგალითად: ფაილი, საქაღალდე) და ეფექტიანად იყენებს ამ სტრუქტურას (მაგალითად:
ფაილებს აჯგუფებს საქაღალდეებში, საქაღალდეებს აჯგუფებს ქვესაქაღალდეებად); გააზრებულად
არქმევს სახელწოდებებს სტრუქტურის ელემენტებს;
·
განასხვავებს
ფაილების ტიპებს და აცნობიერებს ამ ტიპების შესაბამისი ციფრული მასალის სხვადასხვა
ფორმატის არსებობას;
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
თანმიმდევრობა:
|
ორგანიზება:კლასი
იყოფა 3ჯგუფად(აკაკი, ვაჟა, გალაქტიონი), ნაწილდებიან კომპიუტერთან .
ქართულის
მასწავლებელი აღრიცხავს მოსწავლეთა დასწრებას,შეახსენებს მოსწავლეებს
ჯგუფური მუშაობის დროს ქცევის წესებს , აცნობს მათ გაკვეთილის გეგმას, შესავალი სიტყვა.
ისტ-ის მასწავლებელი
აცნობს შეფასების სქემას, რომელიც Excel-შია
შესრულებული და ავტომატურად აჯამებს თვითოეული ჯგუფის წევრის ქულებს და გამოჰყავს საბოლოო შედეგი, გამარჯვებულ გუნდს
და იმ მოსწავლეებს, რომლებიც გაკვეთილის განმავლობაში იაქტიურებენ, ელოდებათ პრიზები.
შესრულების
დრო-3 წთ
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა
ნაბიჯ-ნაბიჯ
|
ქართული:
აქტივობა1: პრეზენტაცია
მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ
მიერ მომზადებულ მასალას ქართველი პოეტების ლექსებზე შექმნილი სიმღერების ფონზე,
რომელიც მოიძიეს ისტ -ის გაკვეთილებზე კომპიუტერულ ლაბორატორიაში.
შესრულების
დრო-10 წთ
აქტივობა2
ახალი მასალა:“ატმის
რტოო“-კითხულობს გურამ საღარაძე
ანალიზი, კითხვები
შესრულების
დრო-7წთ
აქტივობა 3
საშინაო დავალება:
შესრულების
დრო-2წთ
ისტ:
აქტივობა
4.1მასალის გამეორება, გამოკითხვა. კონკურსი ჯგუფებს შორის: „ვინ სწრაფად და სწორად
„(სრულყოფილად) უპასუხებს , (5 შეკითხვა წინა მასალიდან)
შეფასება: თითო
პასუხი ფასდება1- 2 ქულით:
სრულყოფილი სწორი პასუხი:
2 ქულა
არასრულყოფილი სწორი პასუხი:1 ქულა
შესრულების
დრო-5წ
აქტივობა
4.2 მოსწავლეებს
ეძლევათ პრაქტიკული დავალება :
1.სამუშაო მაგიდაზე შექმნან საქაღალდე იმ პოეტის სახელით, რომელ ჯგუფსაც
წარმოადგენენ
2.ტექსტურ რედაქტორში ზეპირად შეიტანონ ქართულის წინა გაკვეთილზე საშინაო
დავალებად მიცემული ლექსი .
3. შეტანილი ტექსტი დააფორმატონ და შეინახონ სამუშაო მაგიდაზე შესაბამის საქაღალდეში.
შეფასება ხდება შემდეგი შეფასების რუბრიკით :
1.საქაღალდე გახსნა სამუშაო მაგიდაზე, ტექსტი შეიტანა ტექსტურ რედაქტორში და დააფორმატა მნიშვნელოვანი ხარვეზებით, სწორად ვერ შეინახა,
დროში ვერ ჩაეტია, 1-3 ქულა
2. .საქაღალდე გახსნა სამუშაო მაგიდაზე, ტექსტი შეიტანა ტექსტურ რედაქტორში და დააფორმატა მცირე ხარვეზებით, სწორად ვერ შეინახა, დროში ჩაეტია,
4-6 ქულა
3. .საქაღალდე გახსნა სამუშაო მაგიდაზე, ტექსტი შეიტანა ტექსტურ რედაქტორში და დააფორმატა კარგად, სწორად ვერ შეინახა, დროში ჩაეტია, 7,8 ქულა
4.საქაღალდე გახსნა სამუშაო მაგიდაზე, ტექსტი შეიტანა ტექსტურ რედაქტორში და დააფორმატა კარგად, სწორად შეინახა, დროში ჩაეტია, 9,10 ქულა
შესრულების
დრო- 6 წთ შეფასება
4წთ.
სულ 10 წთ
აქტივობა
4.3 ახალი მასალა „პრეზენტაცია“ , სწავლა კეთებით
თემა:“ნახატის ჩასმა
დოკუმენტში და ტექსტთან განლაგება“
შესრულების დრო-5 წთ
აქტივობა
4.4
საშინაო დავალება:
1.ისტ
-ის სახელმძღვანელო, ჯ. გოჯიაშვილი, გვ116-117
2.შეიტანეთ Word-ში
ქართველი პოეტის ლექსი
3. ჩასვით მზა ნახატების გალერეიდან თქვენი განწყობის შესაბამისი ნახატი
4. დაათვალიერეთ ბლოგი Poeziamusika.blogspot.com,
და მოიფიქრეთ რა მიმართულებებით ჩაებმებით ბლოგში აღწერილ პროექტში.
შესრულების
დრო-2 წთ
შეჯამებ ა (პრიზების შესახებ) ქართულის
პედაგოგი, ქულების შეტანა შეფასების სქემაში, გამარჯვებულის გამოვლენა-ისტ-ის
პედაგოგი.
შესრულების
დრო-3 წთ
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საკლასო
მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსები
|
16 კომპიუტერი, პროექტორი,
ვახტანგ როდონაია, ქართული ენა და ლიტერატურა, მე-7 კლასი;
ჯ. გოჯიაშვილი, საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები, თბილისი,
2009
Google.ge. Youtube.com, Poeziamusika.blogspot.com.
|
|
როგორ გავგზავნოთ წერილი?
|
|
სწავლების
საფეხური
|
დაწყებითი
საფეხური,
მე-6
კლასი
|
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
N
მოსწავლე
|
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლემ
დაინახოს ელ. ფოსტის ეფექტურობა და უპირატესობა; შეძლოს რეალურ ცხოვრებაში მისი გამოყენება.
|
|
გაკვეთილის
მიზნები
და
შედეგები
|
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·
ელექტრონული ფოსტის გამოყენებით წერილის გაგზავნა;
·
ელ.ფოსტის საშუალებით
მიმაგრებული ფაილის გაგზავნა და მიღება;
·
წერილის გაგზავნა რამდენიმე
მისამართზე.
|
|
ის ტექნ. VI.4.
მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
|
||
წინასწარი
ცოდნა
|
მოსწავლეებმა
იციან ინტერნეტში ინფორმაციის
მოძიება,
ინტერნეტიდან
სურათისა
და
ტექსტის
გადმოწერა.
|
|
შეფასების
საგანი
და
პროცედურები
|
შეფასება
მოხდება ჯგუფური მუშაობის რუბრიკით.
|
|
სასწავლო
მასალა
და
ტექნიკური
რესურსები
|
ინტერნეტში ჩართული
კომპიუტერები,
პროექტორი, ფერადი ქაღალდები.
ინტერნეტის საიტი:
www.google.ge
|
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
საორგანიზაციო
საკითხები
-3 წთ.
A
ფაზა
(10წთ.)
მინი-დისკუსია:
როგორ გირჩევნიათ წერილის გაგზავნა, ჩვეულებრივ
ფოსტიდან თუ თუ ელ.ფოსტის საშუალებით
და რატომ?-3წთ
კლასი გაიყოფა
ჯგუფებდ. ჯგუფის
წარმომადგენლები მასწავლებლის მაგიდიდან იღებენ დაკეცილ ფერად
ქაღალდებს. მათზე
ქვეყნების სახელებია დაწერილი. ჯგუფს ეძლევა
დავალება: ინტერნეტში მონახონ ინფორმაცია იმ
ქვეყნის შესახებ,
რომლის სახელიც
მათ ფურცელზე წერია. მოსწავლეები იყენებენ საძიებო სისტემას www.google.ge – 7წთ
B ფაზა (23 წთ.)
აქტიური ლექცია:
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, როგორ შეიძლება წერილის გაგზავნა და
მიღებული წერილის გადმოწერა, დოკუმენტის მიმაგრება და ასევე წერილის რამდენიმე პირისთვის გაგზავნა. მასწავლებელს
წინასწარ აქვს ტექსტურ რედაქტორში შექმნილი ჯგუფების თვითშეფასების სქემა, ამ სქემას
უგზავნის თითოეული ჯგუფის ლიდერს და ამით ახდენს მიბმული ფაილის რამდენიმე ადრესატისთვის
გაგზავნის დემონსტრირებას -10წთ
მასწავლებლის მიერ მიღებული
წერილი და დოკუმენტი(ჯგუფების თვითშეფასება) ჯგუფმა უნდა გადმოწეროს საქაღალდეში,
შემდეგ დამუშავებული დოკუმენტი ქვეყნების შესახებ
უნდა გაუგზავნონ მასწავლებელს და დანარჩენი ჯგუფის ლიდერებს, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, წერილში (და არა დოკუმენტში) მიუთითონ მოკლე ინფორმაცია: რომელი ქვეყნის შესახებ შექმნეს დოკუმენტი, ვინ იღებდა მონაწილეობას დოკუმენტის შექმნაში (ჯგუფის წევრთა გვარები და სახელები), სათაურის არეში ჩაწერონ თავიანთი ჯგუფის ნომერი,
ხოლო სხვა ჯგუფის დოკუმენტის მიღება დაადასტურონ პასუხით `გმადლობთ, დოკუმენტი მიღებულია~.-13წთ
C ფაზა (9 წთ.)
მასწავლებელს პროექტორზე წინასწარ აქვს გამზადებული
ასოციაციური კავშირების რუქა, სადაც ცენტრში წერია ელ.ფოსტის უპირატესობა ჩვეულებრივ
წერილებთან შედარებით. იძახებს ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელიც ჯდება პროექტორთან და სხვა მოსწავლეების დახმარებით იწყებს რუქის
შევსებას(იხ. რუქა) - 4 წთ.
მასწავლებელის
აძლევს დავალებას ჯგუფებს, შეავსონ მასწავლებლის
მიერ გაგზავნილი ჯგუფური მუშაობის რუბრიკა, წერილის სათაურში აკრიფონ ჯგუფის ნომერი
და გაუგზავნონ მასწავლებელს.-5წთ
|
ასოციაციური
კავშირების რუქა
https://www.youtube.com/watch?v=B9HhVpM_he8
(ინტეგრირებული გაკვეთილი-ქართული, ბუნება, მე-6 კლასი)
(ინტეგრირებული გაკვეთილი-ქართული, ბუნება, მე-6 კლასი)
#
|
კრიტერიუმი
|
ჯგუფის ნომერი
|
||
1ქულა
|
2ქულა
|
3ქულა
|
||
1
|
ჯგუფის ყველა
წევრს
შეაქვს
წვლილი
დავალების
შესრულებაში
|
|||
2
|
მუშაობის დროს
ჯგუფმა
დაიცვა
დროის
ლიმიტი
|
|||
3
|
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ
ერთმანეთთან, პატივს სცემენ
და
იზიარებენ
ერთმანეთის
აზრს
|
|||
4
|
ჯგუფმა დავალება ხმაურის გარეშე შეასრულა
|
|||
სულ
|
ჯგუფური
მუშაობის თვითშეფასების რუბრიკა
ძალიან მომეწონა თქვენი ნამუშევრები
ОтветитьУдалить